loader

"ქოცები არიანო? ირონიულად ჩაიცინა..." - რას ჰყვება კაცი, რომელსაც გრიგოლ ვაშაძესთან ინციდენტი შეემთხვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქოცები არიანო? ირონიულად ჩაიცინა..." - რას ჰყვება კაცი, რომელსაც გრიგოლ ვაშაძესთან ინციდენტი შეემთხვა

გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლას ინციდენტი მოჰყვა.

ადგილზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მანქანიდან გადმოსვლის დროს მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძემ იკითხა - „აა, ესენი ქოცები არიან“, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მალევე ამოიწურა, თუმცა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ვაშაძე უბნიდან გამოვიდა. ადგილზე მას ისევ დახვდნენ მოქალაქეები და მისი რეპლიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ მათ ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რასაც შეიძლებოდა ვაშაძის გაღიზიანება გამოეწვია.