loader

კანდიდატი, რომელსაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64 %-ზე მეტმა დაუჭირა მხარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანდიდატი, რომელსაც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64 %-ზე მეტმა დაუჭირა მხარი

ამ დროის მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64%-ზე მეტმა მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. ცესკოს მიერ ამ ეტაპზე გამოქვეყნებული, 19 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ - 64,06%-მა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.

შესაბამისად, უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები თანამოქალაქეების მიერ 35,94%-იანი მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. უფრო კონკრეტულად, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო ავღანეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, თურქეთის ერთ უბანზე, ისრაელში, კვიპროსში, პოლონეთში, ქუვეითში, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - თურქეთის ერთ უბანზე, ლატვიაში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყატარსა და ჩინეთში.

კანდიდატებს ხმების თანაბარი რაოდენობა - 7-7 ხმა აქვთ მიღებული ეგვიპტეში. რაც შეეხება უცხოეთის სხვა ქვეყნებს, მონაცემები ჯერჯერობით დათვლილი არაა.