loader

რას წერს BBC, "როიტერსი" და ფრანგული მედია სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს BBC, "როიტერსი" და ფრანგული მედია სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაზე

საერთაშორისო მედია საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება. "მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის ბალანსირების მომხრე კანდიდატმა პროდასავლური ორიენტაციის მეტოქე დაამარცხა" - ასე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ბრიტანულმა "როიტერსმა" შეაფასა. ტელეკომპანია "ბი-ბი-სი"-მ პოლიტიკური ორიენტაციის გარდა, აქცენტი ახალი პრეზიდენტის სქესზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სათავეში ქალი პრეზიდენტი პირველად მოვიდა. სტატიაში ავტორი ასევე წერს, რომ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" ელექტორატის მხარდაჭერის ინდიკატორია. მსგავსი მოსაზრება გააჟღერა "რადიო თავისუფლებამაც", რომლის შეფასებითაც, ზურაბიშვილის მხარდაჭერით მმართველმა პარტიამ ჩატარებული არჩევნები საკუთარი მხარდაჭერის ერთგვარ ტესტად აქცია. ქართულ არჩევნებს გამოეხმაურა ფრანგული მედიაც. "ფრანგი საქართველოს სათავეში" - ამ სათაურით პუბლიკაციას ტელეკომპანია LCI აქვეყნებს, ტელეკომპანია France 24 კი წერს, რომ ყოფილ ფრანგ დიპლომატს და ახალ მეთაურს ქვეყანაში უფრო მეტად ცერემონიული როლი ექნება.