loader

სააკაშვილის ყოფილი მინისტრი შესაძლოა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდეს - არჩეული პრეზიდენტის გუნდის პირველი 4 რჩეული ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილის ყოფილი მინისტრი შესაძლოა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდეს - არჩეული პრეზიდენტის გუნდის პირველი 4 რჩეული ცნობილია

ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა შესაძლოა, ლაშა ჟვანიამ ან ბიძინა გიორგობიანმა დაიკავოს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა გიორგობიანი სატყეო სააგენტოს უფროსის პოსტს, ლაშა ჟვანია კი, 2008 წლის 10 დეკემბერიდან 2009 წლის 21 აგვისტომდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა. არაოფიციალური ინფორმაციით, იმ პირებს შორის, რომელთაც არჩეული პრეზიდენტი საკუთარ გუნდში მოიაზრებს, არიან: ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი სიმონ პეტრედისი. აღნიშნული პირები საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდნენ. მათ შორის უშუალოდ კახა სამხარაძე რამდენიმე თვის განმავლობაში შტაბს ხელმძღვანელობდა.