loader

10 წლით წარსულში: რა საერთო აქცენტებია 2008 და 2018 წლებში ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 წლით წარსულში: რა საერთო აქცენტებია 2008 და 2018 წლებში ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე

2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შემდეგ, საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს გაიმართა. საარჩევნო მარათონში 7 კანდიდატი (სააკაშვილი, გაჩეჩილაძე, გამყრელიძე, ნათელაშვილი, მაისაშვილი, სარიშვილი, პატარკაციშვილი) მონაწილეობდა. შედეგების მიხედვით კი, რომელიც ცესკომ ოფიციალურად 2008 წლის 13 იანვარს გამოაქვეყნა, მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. მას რამდენიმე პროცენტით ჩამორჩებოდა ლევან გაჩეჩილაძე.

 

არჩევნების ოფიციალური შედეგები არადამაჯერებელი იყო ოპოზიციისთვის. ისინი მასობრივი გაყალბების შესახებ საუბრობდნენ, პრეზიდენტად სააკაშვილს არ აღიარებდნენ და ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი და მხარდამჭერი ქვეყნის პრეზიდენტად ლევან გაჩეჩილაძეს აღიარებდა.

2008 წლის ცნობილი პროცესებიდან 10 წლის შემდეგ, იმ დროს მოქმედი ხელისუფლება, რომელიც დღეს ოპოზიციაშია, ძალიან წააგავს პათოსითა და მოთხოვნებით 10 წლის წინანდელ ოპოზიციის აქცენტებს საპროტესტო აქციებზე.