loader

ნინოწმინდაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინოწმინდაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამწვარია სახლი, სათავსო და ორი ავტომობილი.

უწყებაში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და დაშავებული არავინ არ არის.

მკვლელობა ფოკაში გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია ერთი პირი. ვიდეოს რადიო "ნორისი" ავრცელებს.