loader

"მე დავრეკე პოლიციაში და შევატყობინე, რომ დანაშაული ჩავიდინე. რატომ ავრცელებს პოლიცია ცრუ ინფორმაციას, არ ვიცი" - რას ჰყვება ფოკას ცენტრში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე დავრეკე პოლიციაში და შევატყობინე, რომ დანაშაული ჩავიდინე. რატომ ავრცელებს პოლიცია ცრუ ინფორმაციას, არ ვიცი" - რას ჰყვება ფოკას ცენტრში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული

სასამართლო ფოკას ცენტრში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. გამოძიების მტკიცებით, გალუსტ მკრტიჩიანმა საკუთარი მეგობარი ხაჟაკ ტოროსიანი სოფლის ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ჩაცხრილა და გაიქცა.

გარდაცვლილ მეგობარს 4 ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა, მათ შორის, ერთი საკონტროლო თავის არეში. მკვლელობის მიზეზად კლასელებს შორის რამდენიმე თვის წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება. ძველი კონფლიქტის საქმეზე მოკლულს პირობითი სასჯელიც ჰქონდა შეფარდებული. ტოროსიანის ჩაცხრილვას ფოკაში არეულობები მოჰყვა. მისმა ნათესავებმა მკვლელობაში ბრალდებულის სახლი და მანქანები გადაწვეს.


ასევე დაგაინტერესებთ: ნინოწმინდაში მოკლული მამაკაცის თანასოფლელებმა მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან