loader

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბრაზილიიდან საქართველოში 3 კგ-ზე მეტი "კოკაინი" და ნახევარ კილოგრამამდე "ჰეროინი" შემოიტანა - დაკავების კადრებს შსს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბრაზილიიდან საქართველოში 3 კგ-ზე მეტი "კოკაინი" და ნახევარ კილოგრამამდე "ჰეროინი" შემოიტანა - დაკავების კადრებს შსს ავრცელებს

სამართალდამცველებმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე "ჰეროინი".

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.