loader

რა ხდებოდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სიმბოლურად საკანი დადგეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც სიმბოლურად საკანი დადგეს

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გურამ ბაძაღუას კურსელები და მეგობრები შეიკრიბნენ.

როგორც „პალიტრავიდეოს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ელიზბარ ხვიჩიამ განუცხადა, ბაძაღუა უკანონოდ დააკავეს და მისი ბრალეულობა არ იკვეთება. საქმე ეხება რამდენიმე წლის წინ მომხდარ დანაშაულს, რომელშიც ფიგურანტი პირიც იძებნებოდა და რომელიც რამდენიმე წლიანი ძებნის შემდგომ ბაძაღუასთან ერთად აიყვანეს, რის გამოც წინა სასამართლოს პროცესზე ბაძაღუას 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გუშინ ჩატარებულ სასამართლო პროცესზე კი წინასწარი პატიმრობის ვადა მოსამართლემ გაზარდა.

ბაძაღუას მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სიმბოლურად საკანი დადგეს და აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ამ საკანში ყოფნას აპირებენ. პროტესტი კი შეწყდება მას შემდეგ, რაც ბაძაღუა გათავისუფლდება.

აქციის ორგანიზატორთა განმარტებით, მათ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს საქართველოს პრემიერს, შს მინისტრს და ქვეყნის მთავარ პროკურორს. საქმის შესასწავლად მოთხოვნა ასევე გაგზავნილია ომბუდსმენის აპარატში.

მთავრობის ადმინისტაციის შენობასთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

ავტორი: ნიკა საჯაია