loader

"ცეცხლსასროლი იარაღი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს" - რა ახალი დეტალებია ცნობილი მინდია გოგოჭურის დაკავებასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცეცხლსასროლი იარაღი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს" - რა ახალი დეტალებია ცნობილი მინდია გოგოჭურის დაკავებასთან დაკავშირებით

ნუცუბიძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭურია დაკავებული. გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამაშუკელის ქუჩაზე იმ საცხოვრებელ კორპუსში მივიდნენ, სადაც გოგოჭურს ბინა ჰქონდა ნაქირავები. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის გვარიც, სავარაუდოდ, რაზმაძეა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, გოგოჭურსა და მის თანმხლებ პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ, რომელიც საცხოვრებელი ბინის აივნიდან ხევში გადაყარეს. მოგვიანებით კი იარაღი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.