loader

პარიზში ეიფელის კოშკის დახურვას აპირებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარიზში ეიფელის კოშკის დახურვას აპირებენ

პარიზში ხვალიდან ეიფელის კოშკის დახურვას აპირებენ, ვინაიდან მთავრობა "ყვითელი ჟილეტის" მოძრაობის მიერ გამართულ აქციებზე არეულობას ელოდება. საფრანგეთის მასშტაბით, 80 000 პოლიციელი იმორიგევებს, რათა ვითარების კონტროლი მოხერხდეს. პარიზში მობილიზებული იქნება ჯავშანტექნიკაც. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ პილიპმა განაცხადა.

ამას გარდა, სამართალდამცავი ორგანოები მოუწოდებენ ელისეის მინდვრებზე მდებარე მაღაზიებისა და რესტორნების მეპატრონეებს, დახურონ დროებით თავიანთი ობიექტები. ხვალ დაიხურება რამდენიმე მუზეუმიც. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ საწვავის ფასების ზრდის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2019 წელს აღარ გაზარდოს საწვავის გადასახადი, პროტესტი მაინც არ წყდება.

მთავრობა ამ უქმეებზე აქტივისტების მხრიდან პროვოკაციებს ელოდება. 


ასევე დაგაინტერესებთ: საფრანგეთში აქციაზე გამოსული სტუდენტები პოლიციამ დააჩოქა - დაკავებულია 146 ადამიანი

2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება - საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი გადაწყვეტილება