loader

ელისაშვილმა გახარიას გამოაჯავრა - შს მინისტრის საფირმო თვალის ჩაკვრის პაროდია "სამოქალაქო მოძრაობის" პირველ ვიდეორგოლში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელისაშვილმა გახარიას გამოაჯავრა - შს მინისტრის საფირმო თვალის ჩაკვრის პაროდია "სამოქალაქო მოძრაობის" პირველ ვიდეორგოლში

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "სამოქალაქო მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის წევრებმა - ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ვატო სურგულაძემ მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს "სამოქალაქო მოძრაობის" ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

როგორც ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, მოძრაობის ჩამოყალიბებაზე მუშაობა არჩევნების შემდეგ დაიწყო.

საინტერესოა ელისაშვილის "სამოქალაქო მოძრაობის" პირველი ვიდეორგოლის კულმინაცია, რომელიც მან გახარიას ცნობილი თვალის ჩაკვრის პაროდიით დაასრულა.