loader

მინდია გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მინდია გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

მინდია გოგოჭურის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ნიკოლოზ ბიბილაშვილმა განუცხადა, საქალაქო სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

"აუცილებლად გავასაჩივრებთ საქალაქოს გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია ცალსახად საწინააღმდეგოა და ვფიქრობთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არაობიექტურად და არასათანადოდ შეაფასა ის ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რომელიც მდგომარეობდა უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან მიმართებაში. ვფიქრობ, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია მიიღებს უფრო ობიექტურ გადაწყვეტილებას ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილების შემდგომ", - განაცხადა ნიკოლოზ ბიბილაშვილმა.

ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტზე ბრალდებულ მინდია გოგოჭურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 25 იანვარს 12:00 საათზე ჩაინიშნა.