loader

იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია - ნახეთ, რა ხდება შენობაში, სადაც აქციის მონაწილეებმა შეჭრა სცადეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია - ნახეთ, რა ხდება შენობაში, სადაც აქციის მონაწილეებმა შეჭრა სცადეს

იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლში შეჭრა სცადეს. იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილნი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და თეა წულუკიანს მოუწოდებენ, არ დაუშვას მიწების უცხოელებზე გასხვისება. მიწების გასხვისებაზე დაწესებული შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ არაკონსტიტუციურად ცნო. პროტესტის ტალღა სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა.