loader

"არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი "ბულკია" - რას ჰყვება მინდია გოგოჭურის მამა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვამბობ, რომ ჩემი შვილი "ბულკია" - რას ჰყვება მინდია გოგოჭურის მამა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში

საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მამის, მამუკა გოგოჭურის განცხადებით, ბინაში, სადაც მისი შვილი მეგობართან ერთად პოლიციამ აიყვანა, არც იარაღია აღმოჩენილი და არც სხვა რამ უკანონო ნივთი. როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას მამუკა გოგოჭური ამბობს, მისი შვილი "ბულკი" არ არის, თუმცა, ამ შემთხვევაში უდანაშაულოა.

როგორც გოგოჭური ამბობს, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ პირი, რომელიც მის შვილთან ერთად დააკავეს, ძებნილი იყო.

მისივე თქმით, მინდია გოგოჭური სამჯერ არის ნასამართლევი, თუმცა, ეს ნასამართლეობები გაქარწყლებული აქვს. რაც შეეხება ტარყაშვილის დედის, თამილა კოჭლამაზაშვილის ბრალდებებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის მონაწილედ მინდია გოგოჭურსაც ასახელებს, მამუკა გოგოჭურის თქმით, ეს ბრალდებები აბსურდია.


ასევე დაგაინტერესებთ: მინდია გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მინდია გოგოჭურის დაკავების მიზეზს განმარტავს

ყველა კრიმინალური სკანდალი, რის გამოც მინდია გოგოჭური რამდენიმეჯერ დაჭრეს და დაიჭირეს