loader

მამუკა ბახტაძის განცხადება პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით: "არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ბახტაძის განცხადება პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით: "არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ, თუ რა ხდება ამ მიმართულებით.

"მინდა შევეხო დღევანდელ ინფორმაციას, რომ მოხდება პურის ფასის მკვეთრი ზრდა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან. მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო, უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში, რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ვერავის მივცემთ", - განაცხადა ბახტაძემ.


ასევე დაგაინტერესებთ: პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა: რა არის გაძვირების მიზეზი

ინფორმაცია, რომელსაც 600 000 ადამიანი ელოდება - სად უნდა გადაამოწმოთ, გაგინულდებათ თუ არა სესხი