loader

დაკავებულია ბიჭი, რომელმაც წერეთელზე მანქანა გაიტაცა და გატაცებული ავტომობილით 5 ავტომობილი დაამტვრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებულია ბიჭი, რომელმაც წერეთელზე მანქანა გაიტაცა და გატაცებული ავტომობილით 5 ავტომობილი დაამტვრია

თბი­ლის­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე მა­მა­კაცს ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პა­რეს. შემ­თხვე­ვა დღეს დი­ლით მოხ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, რომ სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტი­დან ტე­ლე­ფონ­ზე თან­ხა ჩა­ე­რი­ცხა, რა დრო­საც უც­ნო­ბი პირი მის მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და და გა­იქ­ცა.

რო­გორც Ambebi.ge-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მო­პა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნით გამ­ტა­ცე­ბელ­მა ავა­რია მო­ახ­დი­ნა, რა დრო­საც ხუთი მან­ქა­ნა და­ამ­ტვრია. მომ­ხდა­რის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული დ.ვ., ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ავტოსადგომიდან "რენო კანგოს" მოდელის ავტომობილი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მოპარული ავტომანქანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.