loader

ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა: "თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მას არ აკავებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა: "თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მას არ აკავებს"

ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი, ოჯახის თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, კომაში მოზარდი ცემის შედეგად აღმოჩნდა. ბადალოვები ამტკიცებენ, რომ მათთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მას არ აკავებს.

მოზარდის მამა უყურადღებობაში ადანაშაულებს ექიმებსაც.

სამართალდამცველებმა თანასოფლელებიც გამოჰკითხეს. ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ისმაილს ხელი ჰკრეს და ის დაეცა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.