loader

"პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა" - პანიკა გლდანში: 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა" - პანიკა გლდანში: 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა სცადა

პანიკა გლდანში - გვიან ღამით მე-7 მიკრორაიონში საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მოსახლეობამ სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახა, რაც არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა.

ამოღებულია ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 7 წლამდე გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.