loader

"ბავშვი მაღაზიაში ჩავიდა და ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა" - რას ჰყვება ბებია, რომლის 10 წლის შვილიშვილს გლდანში უცნობი მამაკაცი აედევნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვი მაღაზიაში ჩავიდა და ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა" - რას ჰყვება ბებია, რომლის 10 წლის შვილიშვილს გლდანში უცნობი მამაკაცი აედევნა

პანიკა გლდანში - გვიან ღამით მე-7 მიკრორაიონში საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მოსახლეობამ სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახა, რაც არასრულწლოვან გოგონებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა.

ამოღებულია ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს სავარაუდო დამნაშავემ მაღაზიაში მარტო ჩასული 7 წლამდე გოგონა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.