loader

ავთო ცქვიტინიძის მეუღლე მხრებზე მოსხმული პიჯაკის გამო არ დაინდეს, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავთო ცქვიტინიძის მეუღლე მხრებზე მოსხმული პიჯაკის გამო არ დაინდეს, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილმა

დიზაინერ ავთო ცქვიტინიძის მეუღლე, ხათუნა თოთლაძე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, სოციალურ ქსელში მას შემდეგ გახდა კრიტიკის ობიექტი, რაც რამდენიმე საჯარო გამოსვლისას მხრებზე მოსხმული პიჯაკით გამოჩნდა.

მათ შორის, ვინც თოთლაძე ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს, მიხეილ სააკაშვილიცაა. "საგარეოს ოფიციალური წარმომადგენლის ჩაცმულობა სრულად შეესამება ივანიშვილის ხელისუფლების ესთეტიკას და დონეს", - დაწერა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა.

კრიტიკოსებს თავად თოთლაძის დიზაინერმა მეუღლემ, ავთანდილ ცქვიტინიძემაც უპასუხა. "ბრიფინგის ეტიკეტით" შოკში ჩავარდნილები... რამდენი ახალგამოცხვარი მოდის კრიტიკოსი გვყოლია ერში", - ასე გამოეხმაურა კრიტიკოსებს ცქვიტინიძე.