loader

სროლა ქალაქის ცენტრში, დაკავებულია გიორგი მარგველაშვილის სიძის მეგობარი - რას ამბობენ თვითმხილველები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა ქალაქის ცენტრში, დაკავებულია გიორგი მარგველაშვილის სიძის მეგობარი - რას ამბობენ თვითმხილველები

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკეში მომხდარი სროლის ფაქტზე, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარი დავით კაჭარავა ფიგურირებს, სამი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, კაჭარავას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.