loader

"ქალბატონთან უმძიმესი მდგომარეობაა, ბიჭიც მძიმეა" - სოფელ კონდოლში დედას და 2 შვილს გზაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქალბატონთან უმძიმესი მდგომარეობაა, ბიჭიც მძიმეა" - სოფელ კონდოლში დედას და 2 შვილს გზაზე გადასვლისას მანქანა დაეჯახა

თელავის მუნიციპალიტეტში მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად დედა და მისი ორი შვილი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ კონდოლში იმ დროს მოხდა, როცა ქალი ორ მოზარდ შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდებს მოტეხილობები აღენიშნებათ, ერთ-ერთი მათგანი კი მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება ქალს, მისი მდგომარეობა მძიმეა და ისიც რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ავტორი: ნათია წითელაური