loader

ყაჩაღობა ვაზისუბანში - "საქართველოს ბანკის" ფილიალში ავტომატებით და ნაჯახებით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაჩაღობა ვაზისუბანში - "საქართველოს ბანკის" ფილიალში ავტომატებით და ნაჯახებით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ

თბილისში, ვაზისუბანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ფილიალს ოთხი პირი დაესხა თავს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია დაცვის თანამშრომელი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.