loader

ქართველ "კანონიერ ქურდს" ამერიკაში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველ "კანონიერ ქურდს" ამერიკაში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთამიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი"-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ნიუ-ჯერსიში, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება, ძარცვა.