loader

რა ვიცით დანაშაულებრივ სქემაზე, რომლითაც ქართველი "კანონიერი ქურდი" ამერიკის 5 შტატში, თავის დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით დანაშაულებრივ სქემაზე, რომლითაც ქართველი "კანონიერი ქურდი" ამერიკის 5 შტატში, თავის დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთამიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი"-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ნიუ-ჯერსიში, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება, ძარცვა.