loader

კადრი, სადაც ჩანს, თუ როგორ აზიანებს მამაკაცი დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილს, რისთვისაც ის დღეს დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრი, სადაც ჩანს, თუ როგორ აზიანებს მამაკაცი დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომობილს, რისთვისაც ის დღეს დააკავეს

შსს-მ 16 დეკემბერს, თელავში დეპუტატის ავტომობილზე თავდასხმისა და დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურეობრივი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. თბილისში დააკავა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, ქალაქ თელავში საპროტესტო აქციის დროს საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას სამსახურებრივ ავტომანქანას თავს დაესხა და დააზიანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: ნათია წითელაური