loader

რას ამბობს არასრულწლოვანის ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვა ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს არასრულწლოვანის ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვა ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარეობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები, რომლებიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლების კითხვებს პასუხობენ, მკვლელობის თვითმხილველები არიან.

თუ რა სახის ინფორმაციას მიაწვდიან ისინი გამოძიებას, ეს უცნობია.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.