loader

"კარს ვეღარ ვაღებ, ძალიან ცუდად ვარო და იმის მერე დაიწვა" - რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ერთმა მამაკაცმა დამწვრობა, მეორემ კი კვამლისგან ინტოქსიკაცია მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარს ვეღარ ვაღებ, ძალიან ცუდად ვარო და იმის მერე დაიწვა" - რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად ერთმა მამაკაცმა დამწვრობა, მეორემ კი კვამლისგან ინტოქსიკაცია მიიღო

რუსთავში, ლესელიძის ქუჩა #71-ში საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო. ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

ხანძრის შედეგად დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა, მეორემ კი კვამლისგან ინტოქსიკაცია.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს მამაკაცს სხეულზე მეოთხე ხარისხის დამწვრობა აქვს და უტარდება შესაბამისი გამოკვლევა. ვიდეოს "ინფორუსთავი" ავრცელებს.