loader

რუსთავში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიჭრა, მეორეს კი ტვინის შერყევა აღენიშნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიჭრა, მეორეს კი ტვინის შერყევა აღენიშნება

რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და საავადმყოფოში რჩება. ამასთან, კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.