loader

"ღორის გრიპით" დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ამ ვირუსის მატარებელი ხართ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღორის გრიპით" დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ამ ვირუსის მატარებელი ხართ

მიმდინარე სეზონზე საქართველოში გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1 - ე.წ. ღორის გრიპია, - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. მისივე თქმით, გრიპის ვირუსების გავრცელება უკვე გაზრდილია და ავადობა 100 000 ადამიანზე 185-ს შეადგენს.
მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, ხელები ხშირად დაიბანონ, ვირუსის მქონე პირები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ სამსახურსა და სკოლაში, რადგან ვირუსებს მსუბუქი ფორმით დაავადებული პირები ავრცელებენ. იმნაძის ინფორმაციით, ვირუსი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და ყველა ასაკის პირებშია გავრცელებული.