loader

დააკავეს "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეს 1 150 ლარის სანაცვლოდ დასაქმებას დაპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელი, რომელიც მოქალაქეს 1 150 ლარის სანაცვლოდ დასაქმებას დაპირდა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 1 150 ლარი, საიდანაც 750 ლარი გამოართვა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.