loader

"ქართველმა მამაკაცმა ცირკის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში შევიდა" - ინციდენტი იტალიაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართველმა მამაკაცმა ცირკის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა და ვეფხვის გალიაში შევიდა" - ინციდენტი იტალიაში მოხდა

იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა კლინიკასთან, სადაც დაშავებული მკურნალობს.

იტალიაში, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში 25 წლის ქართველი „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა.

როგორც იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვიდრე გალიაში შევიდოდა, ის სრულად გაშიშვლდა.