loader

"სამარცხვინოა, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვი ზის ბრალდებულის სკამზე" - ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრუწლოვნის დედამ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამარცხვინოა, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვი ზის ბრალდებულის სკამზე" - ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრუწლოვნის დედამ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე, სადაც ძირითადი საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე ჩვენებას აძლევს.

სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა დ.ღ.-ს დედამ, ნატო ნახუცრიშვილმა. როგორც ის აცხადებს, პროკურორი ფხაკაძე იტყუება, როცა აცხადებს, რომ არასრულწლოვნის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მისთვისვის მოულოდნი იყო.