loader

როგორ შეიცვალა ბესელიას რიტორიკა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ - "მომიწევს პასუხის გაცემა და ეს პასუხი არ იქნება ტკბილი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეიცვალა ბესელიას რიტორიკა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ - "მომიწევს პასუხის გაცემა და ეს პასუხი არ იქნება ტკბილი"

პოსტიდან გადადგომის შემდეგ წარმოქმნილ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან. როგორც მან აღნიშნა, მას და ირაკლი კობახიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ. როგორც ცნობილია, ბესელია გედევან ფოფხაძის კანდიდატურას უჭერს მხარს. ჟურნალისტების კითხვაზე, ვის კანდიდატურას უჭერს მხარს ირაკლი კობახიძე, ბესელიამ უპასუხა, რომ ამაზე მისი მხრიდან საუბარი არაკორექტული იქნება. ამასთან, კითხვაზე, გაიჟღერა თუ არა შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილის გვარმა, ბესელიამ აღნიშნა, რომ მისმა გვარმა ბევრჯერ გაიჟღერა ბოლო დღეებშიც და მანამდეც. ბესელიას თქმით, ორშაბათს ბიუროს უკვე ექნება მისი გადადგომის შესახებ განცხადება. ამბობს რომ გუნდის საჯარო კრიტიკას არ აპირებს, თუმცა, განმარტავს, რომ თუ არასწორი განცხადებები გაკეთდება, მოუწევს პასუხის გაცემა რომელიც არ იქნება ტკბილი.