loader

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს. ფოფხაძეს მხარი იურიდიული კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე სამი კანდიდატურა იყო დასახელებული გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და პოღოსიანი. ​კენჭისყრა ორჯერ გაიმართა.

გედევან ფოფხაძემ პირველ ჯერზე კომიტეტის წევრთა 6 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა 5, რუსლან პოღოსიანმა კი 1.

ხმათა ასეთი გადანაწილების გამო, იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე კენჭისყრაზე მეორედ დააყენა ლევან გოგიჩაიშვილისა და გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი.