loader

2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო ხდება

2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო ხდება. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პარლამენტმა 14 ნოემბერს დაამტკიცა.

თუმცა, იმ მშობლების მიმართ,რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან, საკანონმდებლო ცვლილება, ამ ეტაპზე, არანაირ სანქციას არ ითვალისწინებს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აცრების მაჩვენებელი არ გაიზრდება და სიტუაციის ანალიზის შედეგად დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია. აცრებზე მოთხოვნას მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება უშლის ხელს.