loader

რუსთავში სტრიპტიზ-ბარი გაქურდეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში სტრიპტიზ-ბარი გაქურდეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან

წყარო| ინფორუსთავი

29 დეკემბერს რუსთავში, სასტუმრო რუსთავის შენობაში განთავსებული სტრიპტიზ კლუბი გაქურდეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაწესებულებიდან წაღებულია დაახლოებით 1000 ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელები.

უცნობმა პირმა კარი ქვის ლოდით შეანგრია.
ბარის თანამშრომლებმა ფაქტის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც სამსახურში მისულებს სტრიპტიზ კლუბის კარი ღია დახვდათ, რის შემდეგაც მათ უკვე სამართალდამცველები გამოიძახეს.

როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.