loader

ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს - "ჩემს მიმართ ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან მურუსიძე განცხადებას ავრცელებს - "ჩემს მიმართ ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება"

ლევან მურუსიძე მესამე სექტორთან, ექსპერტებთან და იურისტებთან ერთად დისკუსიის გამართვის ინიციატივით გამოდის. მას ცალკე ფორმატით, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაც სურს რათა ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მურუსიძე მის მიმართ მიმდინარე ცილისწამებლურ კამპანიაზე საუბრობს და ოპონენტებს სპეციალური განცხადებით პასუხობს. „უკვე მერამდენე წელია ჩემს მიმართ ხორციელდება პოლიტიკურად მოტივირებული და მძლავრად ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია, რომელმაც კულმინაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ჩემი უვადოდ განმწესების დღეებში მიაღწია - აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. მისი შეფასებით ამ დროის განმავლობაში მისი დისკრედიტაცია საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციების მიხედვით და ფსიქოლოგიური ტერორის ყველა ხერხის გამოყენებით ხორციელდებოდა.“

მურუსუძე მის წინააღმდეგ მომართულ განსაკუთებით აგრესიულ ძალად ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, რომელიც მისივე სიტყვებით, პასუხისმგებელია გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ასევე ზოგადად კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე. მისი განმარტებით, სწორედ ამ პირობებში მოუწია მას გირგვილიანის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება და რომელმაც მისივე სიტყვებით ფაქტობრივად საკანონმდებლო მარწუხებში მოაქცია სასამართლო ხელისუფლება. ამით ისინი შეეცადნენ საკუთარი პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოკისრებას- ამბობს ლევან მურუსიძე. ამბობს რომ ამ უსამართლო დამღით ცხოვრების გაგრძელებას არ აპირებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ არაფრად უღირს არც მოსამართლის მანტია, თუ ბრალდებას პასუხს არ გასცემს და წერტილის არ დაუსვამ ბინძურ კამპანიას.