loader

სანტა კლაუსი, მაკნატუნების მარში, კონცერტები და დადგმები - რას ნახავთ თბილისში საახალწლო ზეიმზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანტა კლაუსი, მაკნატუნების მარში, კონცერტები და დადგმები - რას ნახავთ თბილისში საახალწლო ზეიმზე

თბილისში საახალწლო-სადღესასწაულო ზეიმი გრძელდება. ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, არტისტები სტუმრების განწყობაზე ზრუნავენ. საახალწლო სოფელში უფროსებს ცხელი გლინტვეინით და ბავშვებს კი საახალწლო ორცხობილებით უმასპინძლდებიან. სანტა, მთავარი ნაძვის ხე, კონცერტები, თეატრალური დადგმები, მაკნატუნების მარში, კარუსელები და სასრიალო მოედანი პატარებს აქ ყოველდღე ელოდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ღონისძიებები და კონცერტები 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა თბილისის მერიის ორგანიზებით არის შედგენილი.