loader

გორის საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, მათგან 4 ბავშვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორის საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, მათგან 4 ბავშვია

საახალწლო პიროტექნიკის, ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი და არაგეგმაზომიერი გამოყენების შედეგად, გორში, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, აქედან 4 ბავშვია.

ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნებოდა, ოთხს კი - სხვადასხვა სახის ჭრილობა.

დაშავებულთა შორის ერთი პაციენტი 65 წლის მამაკაცია, რომელსაც ზედა კიდურის მძიმე ხარისხის ტრავმა აღენიშნება. იგი ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარშია მოთავსებული.