loader

რუსეთში დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა - ახალი წლის ტრაგედიამ 6 ბავშვიც იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა - ახალი წლის ტრაგედიამ 6 ბავშვიც იმსხვერპლა

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე ისევ არსებობს. შეგახსენებთ, 31 დეკემბერს ქალაქ მაგნიტოგორსკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ნგრევის შედეგად დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. წინასწარი ვერსიით, აფეთქება 10-სართულიან შენობაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შედეგადაც შენობის ერთი ნაწილი ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის ადგილას სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.