loader

რა ხდება ამ წუთებში "ქართულ ოცნებაში", სადაც ივანიშვილი პარტიის ლიდერებს ხვდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში "ქართულ ოცნებაში", სადაც ივანიშვილი პარტიის ლიდერებს ხვდება

"ქართული ოცნების" ოფისში მმართველი ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად, იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე სავარაუდოდ, განხილულ იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს. თუმცა სხდომის დაწყებამდე მმართველი გუნდის წევრებმა ყოველგვარი დაპირისპირების და ე.წ. კლანების ბრძოლის ფაქტი უარყვეს.