loader

არის თუ არა განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - კომენტარები ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არის თუ არა განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - კომენტარები ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ

არის თუ არა განხეთქილება მმართველ გუნდში - "ქართულ ოცნებაში", ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ფრაქციის სხდომა გაიმართა. განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად, იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იყო. მსჯელობა ასევე ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც შეეხო, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს. თუმცა მმართველი გუნდის წევრები ყოველგვარი დაპირისპირების და ე.წ. კლანების ბრძოლის ფაქტს უარყოფენ. როგორც ირკვევა, საგანგებო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბესელიასთან კომიტეტის თავმჯდომარეობის თანამდებობის დატოვება ჯერ კიდევ აგვისტოში იყო შეთანხმებული. "ქართული ოცნების" წევრებს შორის მსჯელობა გედევან ფოფხაძის თემასაც შეეხო.