loader

დამანგრეველი ქარიშხალი ბათუმში - სტიქიამ ქუჩებში პანიკა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამანგრეველი ქარიშხალი ბათუმში - სტიქიამ ქუჩებში პანიკა გამოიწვია

დამანგრეველი ქარიშხალი ბათუმში - სტიქიამ ქუჩებში პანიკა გამოიწვია.  ვიდეომასალა აღებულია ადგილობრივი "ფეისბუკგვერდის", "ბათუმის" პირდაპირი ეთერიდან. 

ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ტრავმები თავისა და კიდურების არეში აქვთ მიყენებული. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.

ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.