loader

ყველაზე მძიმე და დრამატული კადრები ბათუმიდან - როგორ გადაჰყავთ დაზარალებულები, რომლებსაც სახურავი დაეცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე მძიმე და დრამატული კადრები ბათუმიდან - როგორ გადაჰყავთ დაზარალებულები, რომლებსაც სახურავი დაეცა

ძლიერი ქარის გამო ბათუმის სამაშველო სამსახურში ამ დროისთვის 22 გამოძახებაა დაფიქსირებული. როგორც ჟურნალისტებს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად საცხოვრებელი სახლების სახურავების დაზიანებას და ხეების წაქცევას უკავშირდებოდა.

უწყების განმარტებით, ყველა შეტყობინებაზე გასული არიან სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება ჭავჭავაძის ქუჩას, იქ კვლავ რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ჭავჭავაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავი ჩამოვარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა ქუჩაში მყოფი ორი ავტომობილი. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა.

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული მოქალაქეები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.