loader

რა ხდება ბათუმში გუშინდელი სტიქიის შემდეგ - ახალი ვიდეომასალა ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ბათუმში გუშინდელი სტიქიის შემდეგ - ახალი ვიდეომასალა ადგილიდან

ბათუმში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილიდან დაიწყო. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, სანაპიროს გაწმენდით სამუშაოებს შპს "სანდასუფთავების" მობილური ჯგუფები ახორციელებენ.

ძლიერი ქარის შედეგად, გუშინ ბათუმში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა. ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ქარმა ცხრასართულიანი სახლის სახურავი მოგლიჯა. გადმოვარდნილი სახურავის ფრაგმენტების დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ქარის შედეგად ქალაქში რამდენიმე განათების ბოძი დაზიანდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ადგილზე არიან მობილიზებული. მერიის ინფორმაციით, დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები უკვე დაიწყო.