loader

"გავაფართოვეთ ჯგუფების ჩამონათვალი, რომელთაც პრეპარატი "ტამიფლუ" უფასოდ გადაეცემა" - სერგეენკოს ბრიფინგი ვირუსთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გავაფართოვეთ ჯგუფების ჩამონათვალი, რომელთაც პრეპარატი "ტამიფლუ" უფასოდ გადაეცემა" - სერგეენკოს ბრიფინგი ვირუსთან დაკავშირებით

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგი გამართა, სადაც გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და ქვეყანაში მედიკამენტ "ტამიფლუს" მარაგების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება პერიოდულად ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვირუსის დროს ექიმთან დროული ვიზიტი და საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება. მინისტრის განცხადებით ტამიფლუს უფასოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველების გარდა ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებიც მიიღებენ. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).