loader

ქუთაისში მიცვალებულები აერიათ: "სხვისი მკვდარი მოგვიყვანეს და ვიტირეთ ერთი კვირა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისში მიცვალებულები აერიათ: "სხვისი მკვდარი მოგვიყვანეს და ვიტირეთ ერთი კვირა"

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს.წყალტუბოს მუნიციპალტეტის სოფელ ცხუნკურში მცხოვრები სულაბერიძეების ოჯახი მიცვალებულების არევის გამო არ გამორიცხავს, სასამართლოს მიმართოს.
გარდაცვლილის შვილის თქმით, აპირებს მრავალპროფილური კლინიკა ,,მედიქალ სითის" ხელმძღვანელობას შეხვდეს და შესაძლოა სასამართლოშიც უჩივლოს. გარდაცვლილის შვილი ჰყვება, რომ ფაქტი ოჯახმა მიცვალებულის გაპატიოსნების შემდეგ აღმოაჩინა, მალევე დაადგინა კოორდინატები, რის შემდეგაც ხარაგაულში უკვე დაკრძალული მიცვალებული ამოთხარეს და სახლში გადაასვენეს.