loader

ექიმის ცემაში ბრალდებული "ჩცდ"-ის მსახიობი მძიმე მდგომარეობის გამო ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმის ცემაში ბრალდებული "ჩცდ"-ის მსახიობი მძიმე მდგომარეობის გამო ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი რეზი ნასიძე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ დროისთვის მის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ნასიძის დედამ, თამარ ნიშნიანიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში ნასიძესა და ექიმს შორის ინციდენტი მოხდა, ისინი საავადმყოფოდან გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი გამოკვლევები ესაჭიროებოდა. თამარ ნასიძის თქმით, საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტი იქ დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს აღბეჭდილი აქვთ. შეგახსენებთ, რომ რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.